დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk–ი ბიზნესის ტრანსფორმაციის პროგრამის ფარგლებში 9000 სამუშაო ადგილს შეამცირებს, რაც, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლოსთვის 8 მილიარდი დანიური კრონის (1.3 მილიარდი დოლარი) წლიური ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურმა განაცხადა.

დაგეგმილი ტრანსფორმაციის მიზანია ოპერაციების სტრუქტურის გამარტივება, გადაწყვეტილების მიღების სიჩქარის გაზრდა და რესურსების გადამისამართება დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტების სეგმენტზე, რომელსაც ზრდის შესაძლებლობები აქვს.

ვრცლად interfax – ზე