რუსეთის, ბელგოროდის ოლქის, ქალაქი შებეკინოზე შეტევა განხორციელდა. არსებული ინფორმაციით ქალაქში ევაკუაციაა გამოცხადებული.

როგორც ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, ჭურვების პირდაპირი დარტყმის შედეგად, ხანძარია საერთო საცხოვრებლის შენობაში, ნგრევაა ადმინისტრაციის შენობაში. ქალაქში შუქი არაა.

უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფები, რუსული მოხალისეთა კორპუსისა (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლების მებრძოლები დილით გავრცელებულ ვიდეოში აცხადებდნენ, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.