ფრანგული საწვავის დისტრიბუტორი Rubis SCA საინვესტიციო კომპანია CVC Capital Partners Plc-ისა და სასაქონლო ტრეიდერის Trafigura Group-ის ინტერესის ობიექტი გახდა, იტყობინება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
Rubis ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას ახორციელებს ევროპაში, აფრიკასა და კარიბის ზღვის აუზში. Rubis–ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 3 მილიარდ ევროს შეადგენს.