შემოდგომის დასაწყისიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა და უკვე თითქმის მიაღწია 2020 წლის გაზაფხულის პირველი ტალღის მასშტაბებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა, გარდაცვალების მაჩვენებელი კი 3-იდან 9 სექტემბრამდე პერიოდში 5%-ითაა მომატებული.
ყველაზე მოკრძალებული პროგნოზების თანახმად, ნოემბრისთვის ინფიცირებულთა რიცხვი შტატებში კიდევ 4,5-ჯერ გაიზრდება.
ამის გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასი აცხადებენ, რომ კოვიდით ინფიცირებისა და დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევების ზრდის შესახებ მონაცემები მოდის არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, ამიტომ პანდემიის ახალ ტალღას ქვეყნები მომზადებული უნდა შეხვდნენ, პირველ რიგში კი - ვაქცინაციის გააქტიურებით.