გასული წლის აპრილში ამერიკულმა Citigroup Inc.-მა კლიენტის ანგარიშზე 280 დოლარის ნაცვლად შეცდომით 81 ტრილიონი დოლარი ჩარიცხა, წერს Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

შიდა საბანკო ტრანზაქციაში შეცდომა გამოტოვა როგორც გადახდებზე პასუხისმგებელმა პირმა, ასევე აუდიტორმა და გადახდა დაამტკიცეს დასამუშავებლად მომდევნო სამუშაო დღის დასაწყისში.

ანგარიშზე არსებული სახსრების ბალანსის პრობლემა მესამე თანამშრომელმა გადახდის განხორციელებიდან 90 წუთში აღმოაჩინა. რამდენიმე საათის შემდეგ ტრანზაქცია გაუქმდა და ბანკიდან თანხები არ გაქრა.

წყარო: Interfax