საქართველოში საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა. ბოლო ორ დღეში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილმა ფასები კიდევ ერთხელ გადახედა - ბენზინის ღირებულება 8 თეთრამდე, დიზელის კი 10 თეთრამდე გაიზარდა.

საწვავის ფასების მატება სექტემბერში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა. 3 სექტემბრიდან დღემდე სხვადასხვა ქსელში ბენზინის ფასი ჯამურად 14-დან 26 თეთრამდეა გაზრდილი, დიზელის ღირებულება კი 30-46 თეთრით არის მომატებული.

„ბიზნესპრესნიუსის“ მონაცემებით, 25 სექტემბრის მდგომარეობით, სხვადასხვა ბრენდის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები ასეთია:

Rompetrol

  • Efix სუპერი — 4.56 ლარი;
  • Efix ევრო პრემიუმი — 4.10 ლარი;
  • Efix ევრო რეგულარი — 3.88 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი — 4.97 ლარი;
  • ევრო დიზელი — 4.89 ლარი.

Gulf

  • G-Force სუპერი — 4.55 ლარი;
  • G-Force პრემიუმი — 4.17 ლარი;
  • ევრო რეგულარი — 3.89 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი — 4.87 ლარი;
  • ევრო დიზელი — 4.79 ლარი.

Portal

  • სუპერი — 4.19 ლარი;
  • პრემიუმი — 3.99 ლარი;
  • ევრო რეგულარი — 3.79 ლარი;
  • ევრო დიზელი — 4.74 ლარი;
  • ეფექტური დიზელი — 4.64 ლარი.

Lukoil

  • სუპერი — 4.55 ლარი;
  • პრემიუმი დანამატებით — 4.05 ლარი;
  • რეგულარი — 3.85 ლარი;
  • ევრო დიზელი — 4.82 ლარი.

Wissol

  • ეკო სუპერი — 4.54 ლარი;
  • ეკო პრემიუმი — 4.09 ლარი;
  • ეკო დიზელი — 4.87 ლარი;
  • ევრო დიზელი — 4.83 ლარი;
  • ევრო რეგულარი — 3.89 ლარი.

Socar

  • ნანო სუპერი — 4.44 ლარი;
  • ნანო პრემიუმი — 4.02 ლარი;
  • ნანო ევრო რეგულარი — 3.82 ლარი;
  • ევრო 5 დიზელი — 4.70 ლარი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი — 4.80 ლარი.