„გამოქვეყნდა საფინანსო სექტორის უახლესი მონაცემები, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გასული 8 თვის შედეგების თანახმად, ქართული საბანკო სისტემა განუხრელად განაგრძობს ზრდას და მოგების გენერირებას. ამ კონტექსტში უპირობო ლიდერობას ინარჩუნებს “საქართველოს ბანკი”, რომლის წინააღმდეგაც, ბოლო პერიოდში, დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ნათია ჯანაშიას, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარ აქციონერს. ფაქტია, მისი ეს ბრძოლა კონტრპროდუქტიული გამოდგა. მისმა მოწოდებებმა საზოგადოებისადმი -საყოველთაო  საბოტაჟი გამოუცხადონ “საქართველოს ბანკს”, მასობრივად დახურონ ანგარიშები და სხვა ბანკებში გადაიტანონ დეპოზიტები, - ნულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც აკვირდება “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებული დავის მიმდინარეობას და საკუთარ მოსაზრებებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

„ზოგადად, იმთავითვე აღვნიშნვდი, რომ  ნათია ჯანაშია წარმოუდგენელ აბსურდზე წავიდა, როცა საზოგადოებას მოუწოდა, უარი მასობრივად ეთქვა იმ კომპანიის ქვემდებარე ბიზნესების პროდუქტსა თუ სერვისებზე, რომლის აქტივებიც (5 მლრდ ლარზე მეტი) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტს შეადგენს და მოიცავს  ქვეყნის წამყვანი საბანკო, სამედიცინო, სადაზღვევო, ენერგეტიკული თუ განათლების სექტორის მიმართულებებს და ასაქმებს ათეულ ათასობით ადამიანს, - ამით მან მხოლოდ იმას მიაღწია, რომ თავი წარმოაჩინა, როგორც უკიდურესად სუბიექტურმა პერსონამ, რომლისთვისაც სულ ერთია, რას გამოიწვევს მისი მოწოდებები, - მთავარია, გარკვეული, რეპუტაციულიდა ეკონომიკური  ზიანი მიაყენოს ყოფილ პარტნიორს, ამით დაასუსტოს და აიძულოს მისთვის სასურველი პირობებით დათმოს პოზიციები “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებულ დავაში”, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისი მოსაზრებით, ეს კლასიკური პროპაგანდისტული კონსტრუქციაა. “რა თქმა უნდა, ნათია ჯანაშიამ კარგად იცის, რომ თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ათასობით კომპანიაა რეგისტრირებული ერთ იურისდიქციაში, ოპერირებს მეორეში, აქციონერები ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რომ კორპორაციული რეგისტრაციის მისამართი არ განსაზღვრავს იმას, სად იქმნება ეკონომიკური ღირებულება, სად იხდება გადასახადები და სად არის დასაქმებული ათასობით ადამიანი. მაგრამ ამ ფონზე, ის მაინც ჯიუტად ცდილობს, საზოგადობა დაარწმუნოს, რომ ქართული საბანკო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი წარმოაჩინოს, როგორც არაფრით დაკავშირებული კომპანია საქართველოსთან და ამ მოტივით გამოიწვიოს საზოგადოებაში გარკვეული ემოციური აღელვება და მოიმხროს საზოგადოებრივი აზრი “აკადემიასთან” დაკავშირებულ დავაში. - ცხადია, მისი ეს უღიმრამო მცდელობა ტავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული.

დღეს ამას უკვე, კიდევ ერთხელ ადასტურებს რიცხვები, რომლებიც როგორც ყოველთვის, არც ახლა ტყუიან.

რიცხვები კი ამბობენ, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში, ქართული კომერციულ ბანკების მთლიანი მოგების ნახევარზე მეტი (50.3%) ერთ ფინანსურ ინსტიტუტზე - „საქართველოს ბანკზე“ მოდის. ამ მონაცემის მიღმა დგას ამ საფინანსო ინსტიტუტისადმი ბიზნესისა და ფიზიკური პირების ნდობა, რაც ქმნის საერთო წარმატებას.

რა თქმა უნდა, ნათია ჯანაშიას ეს კარგად ესმის, მაგრამ მის ნარატივს ეს ცხადი სიმართლე ხელს არ აძლევს. მას რეალობის დამახინჯებულად წარმოჩენა აწყობს და ამას, ყველა შესაძლო შემთხვევაში, დაუღალავი სიჯიუტით განაგრძობს.

თუმცა, როგორც ადრე, ისე ამჯერადაც, საზოგადოება იაზრებს ამ ნარატივის უსაფუძვლობას და ნათია ჯანაშიას გეგმა , რომელიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ინვესტორის წინააღმდეგ საზოგადოების ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას და მის მიმართ საბოტაჟის ტალღის აგორებას ისახავს მიზნად, მორიგ ჯერზე ჩავარდა”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი,