ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი იერიშების შემდეგ ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგი და კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი წერს, რომ "შემდეგი რუსეთია".

"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაძლებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC). თუ ირანი გაუძლებს, შესაძლოა, ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით წავიდეს. თუ ჩამოიშლება, შემდეგი ჩვენ ვართ" - წერს პროპაგანდისტი.

"ჩემი აზრით, იმ სურათის შექმნის სტრატეგიამ, რომ თითქოს რუსეთში ყველაფერი კარგადაა და რომ ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, თავი ამოწურა" - დაამატა მან და გაიმეორა: "შემდეგი ჩვენ ვართ".

მისი თქმით, "თუ რუსეთში ახლავე არ დაიწყება რეალური პატრიოტული რეფორმები, ვითარება უბრალოდ არაპროგნოზირებადი გახდება."

"ერთმანეთის მიყოლებით ჩვენს მოკავშირეებს სისტემატურად ანადგურებენ. აშკარაა, ვინ არის შემდეგი და ისიც ცხადია, რას ნიშნავს ასეთ მტერთა მოლაპარაკებებზე წასვლა." - წერს დუგინი.

tabula.ge