გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში მარტის თვეში საკვების ფასები მკვეთრად გაიზარდა.
მსოფლიოში საკვების ფასები მარტში, თებერვალთან შედარებით, 2.4%-ით გაიზარდა, მიზეზი კი ენერგომატარებლების გაძვირება გახდა.
როგორც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მარტის თვის ფასები თებერვალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ მას წინ საკვებზე ფასების ვარდნის რამდენიმეთვიანი პერიოდი უძღოდა.
ორგანიზაციის ცნობით, ფასები თითქმის ყველა პროდუქტზეა გაზრდილი, მათ შორის არის მარცვლეული, ხორცი, რძის პროდუქტები, მცენარეული ზეთები და შაქარი.