ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არ გვქონია უკრაინაში არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, სადაც უკრაინის ლიდერის, არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში არჩევნების ჩატარების სურვილი აშშ-სგან მოდის და არა რუსეთისგან.
„ძალიან ბევრი ქალაქია განადგურებული, შენობების უმეტესობა დანგრეულია. მათ ეს არ გაუკეთებიათ კიევში, რადგან ვფიქრობ, მათ არ სურდათ ძალიან ბევრი რაკეტის სროლა კიევში. ვფიქრობ, მათ გააკეთეს 20 პროცენტი, მაგრამ გააკეთებენ 100 პროცენტს, თუ ეს მოუნდებათ. თქვენ გაქვთ ქალაქები, რომლებიც აბსოლუტურად დანგრეულია. მათ როდესაც სურთ მაგიდასთან ადგილი, შეიძლება, რომ ხალხმა თქვას, განა, უკრაინელმა ხალხმა არ უნდა თქვას, რომ დიდი ხანია, რაც არჩევნები არ ჩატარებულა? ეს არ არის რუსეთისგან წამოსული, ეს არის ჩემგან და მოდის ასევე მრავალი სხვა ქვეყნიდან. შეხედეთ, რა ხდება უკრაინის ქალაქებში, იქ ერთი შენობაც არ დგას. როდესაც თქვენ საუბრობთ ღაზაზე, უკრაინის ქალაქები პირდაპირ ჰგავს ღაზას. ხალხი დაიღალა ამით, მათ სურთ დაინახონ, რომ რაღაც ხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, უკრაინას სამი წელი ჰქონდა შეთანხმების დასადებად.
„მინდა, ვნახო მშვიდობა. აღარ მინდა, კლავდნენ რუს და უკრაინელ ხალხს, ისინი ადამიანები არიან, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან არიან. ვფიქრობ, ამ ომის დასრულების ძალა მაქვს და ეს ძალიან კარგად მიდის, მაგრამ დღეს გავიგე, რომ „ჩვენ არ მიგვიწვიეს“, სამი წელი სად იყავით? თქვენ ეს უნდა დაგესრულებინათ სამი წლის მანძილზე. თქვენ არასოდეს უნდა დაგეწყოთ ის, თქვენ შეგეძლოთ შეთანხმების დადება. მე არ ვიცი, იქ ხალხი როგორ ცხოვრობს, როდესაც ზელენსკის რეიტინგის შედეგები ვნახე, ვიფიქრე, ვინ ცხოვრობს იქ? საერთოდ, როგორ ცხოვრობს იქ ვინმე? ქალაქები განადგურებულია“, – აღნიშნა ტრამპმა.