ჩინურმა ელექტრონული კომერციის პლატფორმებმა ჩინეთში Apple-ის მიწოდების შემცირების ფონზე, გაყიდვების გასაზრდელად ახალ iPhone 16-ს სმარტფონებზე დიდი ფასდაკლებების შეთავაზება დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი მოდელების ფასი დაახლოებით 351 აშშ დოლარია (2,530 იუანი). 

ეკონომიკის შენელების გამო, ჩინეთის საცალო მოვაჭრეები მომხმარებლების დაბალი ფასებით მოზიდვას ცდილობენ. კერძოდ, უმსხვილესი ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია JD.com-ი iPhone 16 Pro 128GB მოდელს 5,469 იუანად (759 აშშ დოლარი) ყიდის, რაც Apple-ის ოფიციალურ ფასზე, 7,999 იუანზე, 2,530 იუანით იაფია.