ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება.

„მე მივიჩნევ, რომ ჩინეთის ინტერესებშია სტატუს-კვოს გახანგრძლივება, რადგან ამან შეიძლება რუსეთს გარკვეული დათმობებისკენ უბიძგოს“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

„არ ვფიქრობ, რომ ჩინეთს რეალური ინტერესი ჰქონდეს ომის მოკლე დროში გადაწყვეტის. ჩინეთი კონფლიქტიდან გაკვეთილებს ყოველდღიურად იღებს. ისინი ყურადღებით აკვირდებიან რას აკეთებს რუსეთი, როგორ რეაგირებს დასავლეთი“, - განაცხადა პეტრ პაველმა.