ბუდაპეშტში Uber-ის ახალი პროექტი, Uber Boat, დაიწყო. ახლა უნგრეთის დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები წყლიდან დაათვალიერონ.
15 ივნისიდან 31 აგვისტომდე ნავის დაქირავება ერთ მგზავრზე 3000 ფორინტი (7.4 ევრო) დაგიჯდებათ. ერთ ნავზე 10 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. Uber-ის პარტნიორია Duna Port Kft., რომელიც ლიცენზირებულ ნავებსა და პროფესიონალ კაპიტნებს სთავაზობს მომხმარებლებს.
მარშრუტები სრულდება 12:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნავმისადგომიდან 8A, Vigadó tér. Uber Boat-ის გაშვებით, ბუდაპეშტი შეუერთდა იმ ქალაქების რიცხვს, სადაც Uber უკვე სთავაზობს წყლის ტრანსპორტს, მათ შორისაა ლონდონი, პარიზი და ვენეცია.