1 ოქტომბრიდან ბრიუგე (ბელგია) თითქმის მთელ თავის ცენტრს მასშტაბურ ველოსიპედის ზონად გარდაქმნის. ველობილიკის სიგრძე 87 კილომეტრი იქნება, რაც მას ქვეყანაში ყველაზე დიდს გახდის – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

აქ მსუბუქი ავტომობილებს საათში 30 კილომეტრი სიჩქარის ლიმიტი დაუწესდებათ და ველოსიპედისტებისთვის გასწრება აეკრძალებათ.

გამონაკლისები მხოლოდ მთავარ შესასვლელ გზებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს შეეხება - ეს აუცილებელია ცენტრის ხელმისაწვდომობის შესანარჩუნებლად.