„NATO-ს გენერალური მდივნობა ფანტასტიკური სამუშაო იქნებოდა, ხოლო ნატო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მოხარული ვიქნები, ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ მშვიდად ძილის გარანტია მოგცეთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა.
დანიშვნის შემთხვევაში, ბენ უოლესი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პირველი გენერალური მდივანი გახდება, რომელიც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი იქნება. ამ თანამდებობის დაკავების სურვილი დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც გამოთქვა.
შეგახსენებთ, NATO-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან იმყოფება, უფლებამოსილების ვადა გასულ წელს ამოეწურა, მაგრამ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა.