ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 90 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 27 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მსოფლიო ბაზარზე მისი ღირებულება დღეს 91.3 დოლარია, რაც გუშინდელ ფასს 0.4%-ით აღემატება.
ამასთან, ფასის ზრდა შეინიშნება ამერიკულ ნედლ ნავთობზეც. ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება დღეს 85 დოლარია, რაც გუშინდელთან შედარებით 0.65%-ით მეტია.
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერტორიად გამოცხადების იდეა მოიწონა.