აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა.
„ერეკლე მეორის დროინდელი რეალობის უკეთ გასააზრებლად, დღევანდელ კრიტიკოსებს თუ მხარდამჭერებს ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა შევახსენოთ, კონკრეტულად კი ის, თუ როგორ მოქმედებენ სახელმწიფოები საქართველოს მიმართ მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარ თავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად ან მეგობრებად მოიხსენიებენ.
ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა. მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაცვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება სცადა, ამის პასუხად პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის სხვადასხვა ფორმა მივიღეთ,“- აღნიშნა პრემიერმა.
აშშ-ის წინა ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს იყენებდა - ირაკლი კობახიძე
რუსეთი საქართველოსთან რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას განიხილავს
სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტების ზონა იყო, მშვიდობის ზონა ხდება - ილჰამ ალიევი
რუსეთს სომხეთის რკინიგზის აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაკავშირებაში მონაწილეობა სურს
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი, სავარაუდოდ, ისევ გაერთიანდება
ევროკავშირის გაფართოების ახალ გეგმაში საქართველო კვლავ არ ფიგურირებს - რეფორმებზე ევროკავშირი ოქტომბერში იმსჯელებს