ნავთობის ფასების კლება ოთხშაბათს შუადღისას დაჩქარდა გასულ კვირას აშშ-ში საწვავის მარაგების ზრდის ნიშნების გამო.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ივლისის ფიუჩერსები 0.73 დოლარით (1.1%-ით) დაეცა და ბარელზე 65.9 დოლარი შეადგინა. WTI-ის ივნისის ფიუჩერსები NYMEX-ის ბირჟაზე 0.76 დოლარით (1.19%-ით) გაიაფდა და ბარელზე 62.91 დოლარი დაფიქსირდა.

ერთი დღით ადრე ორივე ბრენდის ფასი 2.5%-ზე მეტით გაიზარდა და ვაჭრობა აპრილის ბოლოდან ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაასრულეს.

ვრცლად interfax–ზე