ნავთობის ფასები ხუთშაბათს დღისით გაიაფებას აგრძელებენ ირანის გარშემო დაძაბულობის შემსუბუქების ფონზე.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მარტის ფიუჩერსები 2.36 დოლარით (3.55%-ით) დაეცა და ბარელზე 64.16 დოლარი შეადგინა.
თებერვლის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ის ბირჟაზე 2.28 დოლარით (3.68%-ით), ბარელზე 59.74 დოლარამდე დაეცა.