ბრიტანულმა ნავთობის მწარმოებლის BP Plc-იმ 2023 წლის მეორე კვარტალში შემოსავლების ვარდნა დააფიქსირა, რისი მთავარი მიზეზიც ენერგიაზე დაბალი ფასები იყო.
კომპანიის ინფორმაციით, რეზერვების ჩანაცვლების ღირებულების კორექტირება აპრილ-ივნისში დაეცა 2,59 მილიარდ დოლარამდე, მაშინ როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში 8,45 მილიარდი დოლარი იყო.
კომპანიის წმინდა მოგებამ 1,79 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდში კი 9,26 მილიარდი დოლარი იყო.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან BP-ის კაპიტალიზაცია 1,7%-ით გაიზარდა.
მიუხედავად ამისა, BP-მ გაზარდა კვარტალური დივიდენდი 7,27 ცენტამდე აქციაზე 6,006 ცენტიდან და ასევე გამოაცხადა 1,5 მილიარდი დოლარის აქციების ყიდვის ახალი პროგრამა. გასულ კვარტალში ნავთობის მწარმოებელმა თავისი აქციები 2,1 მილიარდ დოლარად იყიდა.