ბრიტანული სადაზღვევო კომპანია InsureandGo-ს კვლევის თანახმად კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა მსოფლიოში ყველაზე ავთენტურ ქალაქად დასახელდა. ექსპერტებმა განმარტეს, რომ ავთენტურს უწოდებენ ადგილებს, სადაც ტრადიციები გამოფენილი არაა ტურისტებისთვის საჩვენებლად, ხოლო კომერციული ბრწყინვალება არ ჩრდილავს დანიშნულების ადგილის თვითმყოფადობას.
ანალიტიკოსებმა Google Maps-ზე მოგზაურთა 144 პოპულარული მარშრუტის მიმოხილვები შეისწავლეს და გამოთვალეს ისეთი სიტყვების გამოყენების სიხშირე, როგორიცაა „ავთენტური“, „ადგილობრივი“ და „ტრადიციული“, ასევე ისეთი ტერმინების, როგორიცაა „ტურისტული ხაფანგი“ და „გადაჭარბებული ფასი“. ქულები დადებითი და უარყოფითი მიმოხილვების თანაფარდობის მიხედვით ენიჭებოდა.
ვრცლად buyingbusinesstravel–ზე