ისრაელის ჯანდაცვის სექტორი პაციენტების მიწისქვეშა თავშესაფარში გადასაყვანად ემზადებიან,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა კერძო და სახელმწიფო საავადმყოფოს უბრძანა, საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ 2–4 კვირის ხანგრძლივობის კონფლიქტისთვის. გეგმაშია პაციენტების სანდო სივრცეებში გადაყვანა, ინფრასტრუქტურის გაძლიერება და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა, თუმცა მიწისქვეშა ჰოსპიტლების მასობრივი ევაკუაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.