ილონ მასკის კომპანია xAI მისისიპის შტატში, მონაცემთა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 418 საცხოვრებელი სახლის შესყიდვას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, კომპანიის იურისტები მოსახლეობას უძრავი ქონების საბაზრო ფასად გამოსყიდვას სთავაზობენ, თუმცა შეთავაზება გარკვეულ პირობას შეიცავს – სახლის მფლობელებმა უარი უნდა თქვან SpaceX-ის მონაცემთა ცენტრის ტურბინების ხმაურთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მონაწილეობაზე.

შეთანხმების პირობების თანახმად, ქონების გაყიდვის შემთხვევაში მოსახლეობას ფედერალურ დონეზე სარჩელის შეტანის შესაძლებლობაც შეეზღუდება.

ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისისიპის მცხოვრებლებმა SpaceX-ის მონაცემთა ცენტრების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს. მოქალაქეები უჩივიან ტურბინების ხმაურს, გარემოზე შესაძლო უარყოფით ზემოქმედებასა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას. მოსარჩელეები მორალური, ფიზიკური და ფინანსური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.

წინასწარი გათვლებით, 418 სახლის შესყიდვა კომპანიას დაახლოებით 75.24 მილიონი დოლარი დაუჯდება. ეს თითოეულ სახლზე საშუალოდ 180 000 დოლარს შეადგენს.

აღნიშნული თანხა SpaceX-ის 2026 წლის პირველი ნახევრის შემოსავლის 1%-ზე ნაკლებია, ხოლო ილონ მასკის პირადი ქონების დაახლოებით 0.008%-ს შეადგენს.