ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკა “ფასთ თრექ ტექსტილი”–ის თანამშრომლებმა დღეს, 26 თებერვალს, სამუშაო პროცესი პროტესტის ნიშნად შეაჩერეს და ფაბრიკის ეზოში აქცია გამართეს,- ინფორმაციას ამის შესახებ "მაუწყებელი" ავრცელებს.
დასაქმებულების განცხადებით, ახალმა ადმინისტრაციამ ბონუსის გაცემის წესი შეიცვალა, რის შედეგადაც მათი ანაზღაურება მნიშვნელოვნად შემცირდა.
ამჟამად საშუალო შემოსავალი 800–900 ლარს შეადგენს, რაც მუშახელის თქმით, უკვე ისედაც მძიმე სამუშაო გარემოს კიდევ უფრო ამძიმებს.
მშრომელები ამბობენ, რომ ქარხანაში არსებული პირობები მათ სამსახურის დატოვებას აიძულებთ.
ფაბრიკაში დაახლოებით 300 ადამიანი მუშაობს, დღეს ორასი მათგანი გაიფიცა.
აქციის მონაწილეებს ფაბრიკის ერთ-ერთი მენეჯერი შეხვდა და აცნობა, რომ გენერალური დირექტორი, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, ხვალ ჩამოვა და თანამშრომლებს შეხვდება.
მუშახელიების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.