ინდოეთის მიერ რუსეთიდან ბრილიანტების პირდაპირი იმპორტი 2025 წელს, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ით შემცირდა და 406 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა.
ერთი წლით ადრე, იმპორტირებული იყო 664 მილიონი დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ბრილიანტი.
დეკემბერში რუსული ბრილიანტების მიწოდება დაახლოებით 12 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 63%-ით ნაკლებია.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ინდოეთში ალმასის მთლიანი იმპორტი 16,76 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (17,83 მილიარდი აშშ დოლარი) 6%-ით ნაკლებია.