პორტუგალიის ნაკრებისა და „ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ საფეხბურთო კლუბ „ალმერიის“ 25-პროცენტიანი წილი შეიძინა.
„ყოველთვის მსურდა ფეხბურთში წვლილის შეტანა მოედნის მიღმაც. „ალმერია“ სოლიდური საფუძვლის მქონე ესპანური კლუბია, რომელსაც ზრდის ნათელი პოტენციალი გააჩნია. კლუბის შემდგომი განვითარების მიმართულებით მოუთმენლად ველი ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობას“, – აღნიშნა რონალდომ.
„ალმერია“ ამჟამად ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს, 27 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და ლა ლიგაში გადასასვლელად აქტიურად იბრძვის.