2025 წელს ევროპის უმაღლესი ლიგის კლუბებმა რეკორდული 30 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღეს, თუმცა ჯამში ყველა მათგანმა 1.1 მილიარდი ევროს ზარალი დააფიქსირეს.

Financial Times-ის ცნობით, ყველაზე დიდი ზარალი „ჩელსიმ“ დააფიქსირა.

გამოცემის მიერ მოყვანილი უეფას მონაცემების თანახმად, ლონდონურმა კლუბმა, რომლის აქციების უმრავლესობა ამერიკული კერძო საინვესტიციო ფირმა Clearlake Capital-ს ეკუთვნის, 407 მილიონი ევროს ზარალი დააფიქსირა, ლიონის ოლიმპიკმა 196 მილიონი ევროს ზარალი, ხოლო ტოტენჰემ ჰოტსპურმა 148 მილიონი ევროს ზარალი.