„წინანდალში სამმხრივი ფორუმი საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო, როგორც დავოსის ფორუმი კასპიისა და კავკასიის რეგიონისთვის. ძალიან მიხარია, რომ ფორუმში სამი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ბიზნესსექტორის მხრიდან ასეთი დიდი და ძლიერი წარმომადგენლობაა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნები ერთმანეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია,” - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა, რომელმაც ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.
როგორც თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. “ჩვენი ქვეყნების ლიდერების მითითებით, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრების მიზანია, ეს მაჩვენებელი 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს,”- აღნიშნა ომერ ბოლატმა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს