Bloomberg-ის ცნობით, შაბათს, ვაშინგტონში, USAID-ის მთავარ შტაბში ილონ მასკის წარმომადგენლები მივიდნენ და საიდუმლო დოკუმენტების გახსნა მოითხოვეს.

როგორც გამოცემა იუწყება, ოფისში სულ ოთხი პირი იმყოფებოდა, ოთხივე მოქმედი სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის დეპარტამენტის(DOGE)  თანამშრომლები, რომლებიც ილონ მასკს ექვემდებარებიან.  USAID-ის თანამშრომლებმა მათ „DOGE-ის ბავშვებიც“ კი შეარქვეს.

როგორც წყარო იუწყება, DOGE-ის წარმომადგენლებმა შენობის რამდენიმე სართული მოიარეს და ოფისები დაათვალიერეს, ასევე გაჩხრიკეს თანამშრომელთა მაგიდები ბოლოს კი  დაცულ ოთახში შესვლა მოითხოვეს, სადაც საიდუმლო და კონფიდენციალური დოკუმენტები ინახებოდა, თუმცა USAID-ის უსაფრთხოების სამსახურმა მათ ამის ნება არ მისცა, რის შედეგადაც დაპირისპირება მოხდა.

„DOGE-ის ბავშვებიდან“ ერთ-ერთმა მასკს დაურეკა, ხოლო მან USAID-ის წარმომადგენლებს დაემუქრა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის სასამართლო აღმასრულებლების სამსახურს (რომელიც იუსტიციის დეპარტამენტის ნაწილია) მოიხმობდა, თუ მის თანამშრომლებს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომას არ მისცემდნენ. შედეგად, DOGE-ის თანამშრომლებმა მაინც შეძლეს, რომ ნაწილობრივ მიეღოთ ის, რასაც ეძებდნენ, წერს Bloomberg.

ოთახი, სადაც მასკის გუნდი ცდილობდა შეღწევას, კონფიდენციალური ინფორმაციის საცავი იყო (sensitive compartmented information facility – SCIF). როგორც Washington Post აღნიშნავს, ასეთი ოთახები ათასობით ფედერალური უწყებებისა და საელჩოების შენობებში, ასევე სამხედრო ობიექტებზე მდებარეობს. ისინი შეიძლება იყოს პატარა, ტელეფონის ჯიხურის ზომის ან მთელ სართულს მოიცავდეს.

ეს ოთახები დაცულია მოსმენებისგან და აღჭურვილია წვდომის კონტროლის სისტემით, ხოლო კარები სპეციალური საკეტებით არის ჩაკეტილი. „რეიგანის შენობაში“ SCIF მეორე სართულზე მდებარეობს, სადაც ინახება არა მხოლოდ კონფიდენციალური დოკუმენტები, არამედ USAID-ის კადრების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, იქ შესასვლელად მაღალი დაშვების დონეა საჭირო, რაც უცნობია, ჰქონდა თუ არა მასკის გუნდს, აღნიშნავს Bloomberg.

ცნობისთვის, USAID 1961 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის განკარგულებით შეიქმნა. სააგენტო პასუხისმგებელია სხვა ქვეყნებისთვის დახმარების მართვაზე და გრანტებს გასცემს განვითარების პროექტებისთვის. მათ შორის, ის უკრაინისთვის არაერთი პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობდა.

პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს დონალდ ტრამპმა 40-ზე მეტ განკარგულებას მოაწერა ხელი, მათ შორის, 90 დღით შეაჩერა USAID-ის საერთაშორისო დახმარების პროგრამები.

ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მარკ რუბიომ გამოსცა დირექტივა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტსა და USAID-ს უკრძალავს უცხოური დახმარების გაცემას, სანამ მათი პროგრამები გადაიხედება.

ილონ მასკმა USAID „კრიმინალურ ორგანიზაციად“  გამოაცხადა, ხოლო ტრამპმა თქვა,  რომ სააგენტოს „რადიკალი შეშლილები“ მართავენ.

3 თებერვალს USAID-ის შტაბ-ბინა დაიხურა, ხოლო პრეზიდენტმა მარკ რუბიო სააგენტოს დროებით ხელმძღვანელად დანიშნა.

ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მარკ რუბიომ გამოსცა დირექტივა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტსა და USAID-ს უკირძალავს უცხოური დახმარების გაცემას, სანამ მათი პროგრამები გადაიხედება.