ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია BlackRock-მა, აქტივების მართვის კუთხით მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ, გააფორმა გარიგება მცირე კონკურენტი HPS Investment Partners-ის შესაძენად, რომელიც სპეციალიზებულია ალტერნატიულ ინვესტიციებში.
გასულ კვირას Financial Times-მა დაწერა დაგეგმილი გარიგების შესახებ წყაროებზე დაყრდნობით. 3 დეკემბერს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გარიგება დაახლოებით $12 მილიარდი იქნება და მთლიანად BlackRock-ის აქციებით იქნება გადახდილი. ტრანზაქცია სავარაუდოდ დასრულდება 2025 წლის შუა რიცხვებში.