ბერლინის ცენტრი, სადაც დაახლოებით მილიონ–ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, შესაძლოა მომავალ წელს მანქანების გარეშე დარჩეს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

საზოგადოებრივი მოძრაობა „Berlin Autofrei“ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერებს უკვე აგროვებს. თუ ამ ხელმოწერების საჭირო რაოდენობა (კერძოდ, 175 ათასი) შეგროვდება, მაშინ კენჭისყრა მომავალ წელს გაიმართება.

ამ გადაწყვეტილების რადიკალური ხასიათის აღიარების მიუხედავად, აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ ბერლინელები ქალაქის ცენტრში მანქანების აკრძალვით მხოლოდ სარგებელს მიიღებენ. როგორც Berlin Autofrei-ის ვებსაიტზეა ნათქვამი, ეს ბერლინის ქუჩებს უსაფრთხოს, საცხოვრებლად ვარგისს, მშვიდს, ჯანსაღს და ეკოლოგიურად სუფთას გახდის.

ქუჩებზე, სადაც ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება, გადაადგილება მხოლოდ ველოსიპედით (ისინი ქალაქში ისედაც ძალიან გავრცელებულია), ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი.