ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების ექსპორტის აკრძალვა ბაზრის სტაბილიზაციის ერთ-ერთი ღონისძიებაა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა  გამოცემა „იზვესტიასთან“ საუბარში განაცხადა.

„ამჟამად, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მოსალოდნელი მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, <...> ექსპორტის აკრძალვის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ამ ღონისძიებამ უნდა გაზარდოს ეფექტურობა და პროდუქციის დამატებითი მოცულობის მიწოდება. კერძოდ, საავტომობილო საწვავით შიდა ბაზრის უზრუნველყოფა, რათა შენარჩუნებული იყოს ბალანსი“, - განაცხადა მან.

ნოვაკმა აღნიშნა, რომ თუ ბაზარი გაჯერდება და ნავთობის ჭარბი რაოდენობა იქნება, ექსპორტის აკრძალვა მოიხსნება. ამჟამად, ასეთი ღონისძიება „განპირობებულია მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსით“, დასძინა მან.