გასული კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიებიდან აქციების ფასი ორ შემთხვევაში გაიზარდა, ერთ შემთხვევაში კი შემცირდა.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (ყოფილი „საქართველოს ბანკის“) აქციების ღირებულება 0.16%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასი 120.18 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.05 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. ამასთან, ბოლო ექვს თვეში მისი აქციები 10.63%-ით გაძვირდა.
TBC Bank Group-ის აქციების ფასი გასულ კვირაში 3.96%-ით გაიზარდა და 52.55 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.93 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო ბოლო ექვს თვეში მისი აქციების ღირებულება 16.99%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება Georgia Capital-ს, მისი აქციების ფასი კვირის განმავლობაში 4.17%-ით გაიზარდა და 43.75 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.43 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. ბოლო ექვს თვეში კი აქციების ღირებულება 7.89%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიით — Lion Finance Group-ით, TBC Bank Group-ითა და Georgia Capital-ით არის წარმოდგენილი.