ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოხსნეს. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა.
როგორც ვიაჩესლავ გლადკოვი წერს, „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმის გაუქმების შესახებ“.
გლადკოვს არ დაუზუსტებია ინფორმაცია იმის შესახებ, როდის შეძლებენ ბელგორადის ოლქის მცხოვრებლები საკუთარ სახლებში დაბრუნებას.