ბელგიაში ყოველწლიური კამპანია დაიწყო, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვან ხორცზე ერთი თვით – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. მონაწილეებს სთავაზობენ გასინჯონ ვეგეტარიანული კერძები და გაიგონ მეტი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ამგვარი რაციონის სარგებლის შესახებ.

კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხორცზე დროებით უარის თქმასაც კი შეუძლია ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის შემცირება და ბუნებრივი რესურსების დაზოგვა.

მათ გამოთვალეს, რომ ხორცის არ ჭამა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში შეამცირებს სათბურის გაზების გამოყოფას ისევე, როგორც მანქანით გავლილი 555 კილომეტრი.