ბელგიაში ორშაბათს, 13 იანვარს, საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად 24-საათიანი სახალხო გაფიცვა დაიწყო. ამის შესახებ RTBF და Reuters წერენ.
გაფიცვამ ბელგიაში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. ბრიუსელის აეროპორტში ყველა ფრენის თითქმის ნახევარი გაუქმდა ბარგის გადამყვანების, დაცვის თანამშრომლებისა და სხვა სახმელეთო პერსონალის გაფიცვის გამო.
ბელგიის ეროვნულმა სარკინიგზო ოპერატორმა NMBS-მა განაცხადა, რომ მატარებლების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა მოძრაობდა ქვეყნის მასშტაბით. ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეიზღუდა.
გარდა ამისა, ქვეყანაში ბევრი სკოლა დაკეტილია იმის გამო, რომ 20 000 მასწავლებელი შეუერთდა საპროტესტო აქციებს.
ახალი საპენსიო პირობები ითვალისწინებს ანაზღაურების შემცირებას თვეში 300-800 ევროთ და სამუშაო სტაჟის 11 წლით გახანგრძლივებას.