2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე, ბარსელონას 3,1 მილიონზე მეტი ტურიზმი ეწვია, რაც ქალაქის ქალაქის 1,7 მილიონიან მოსახლეობას თითქმის 2-ჯერ აღემატება. 2023 წელს კი ახალი რეკორდია მოსალოდნელია. ამის შესახებ ინფორმაციას itv ავრცელებს.
ბარსელონას მუნიციპალიტეტს არ აქვს იურისდიქცია პორტზე და, შესაბამისად, მოითხოვს რეგიონულ მთავრობას შეზღუდოს საკრუიზო გემების რაოდენობა თვეში 200 000 მგზავრამდე, ან დღეში სამ გემზე.
ცოტა ხნის წინ ბარსელონას მცხოვრებლები ქუჩებში გამოვიდნენ. ისინი ტურისტების გაზრდილ რაოდენობას აპროტესტებდნენ. ქალაქის მცხოვრებლები ხმაურსა და დაბინძურებას უჩივიან, რაც მასობრივ ტურიზმს ახლავს თან.
პროტესტი აჩვენებს, რომ ქალაქმა უნდა დაამყაროს ბალანსი ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების კომფორტს შორის, განაცხადა ბარსელონას მერის მოადგილემ ჯანეტ სანზმა.