იტალიურმა Banco BPM-მა უარყო შეთავაზება UniCredit-ისგან მისი 10,1 მილიარდ ევროდ შესყიდვაზე – წერს Financial Times.
„დირექტორთა საბჭოს აზრით, შეთავაზების პირობები არ ასახავს BPM-ის მომგებიანობას და მისი შემდგომი ზრდის პოტენციალს“ - მოჰყავს გაზეთს ბანკის განცხადება. BPM-ის დირექტორთა საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ გარიგება გამოიწვევს მისი ბრენდის გაქრობას და კონკურენციის მნიშვნელოვან შესუსტებას იტალიის საბანკო ბაზრის როგორც საცალო, ისე კორპორატიულ სეგმენტებში.
საბჭოს წევრმა მაურო პაოლონიმ UniCredit-ის წინადადებას მტრული უწოდა.