„თურქეთიდან უკრაინაში „აზოვსტალის" მეთაურების დაბრუნება, პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების დარღვევაა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„თურქეთიდან უკრაინაში „აზოვის თავკაცთა“ დაბრუნება სხვა არაფერია, თუ არა არსებული შეთანხმებების პირობების პირდაპირი დარღვევა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, პირობა დაარღვია როგორც უკრაინულმა, ისე თურქულმა მხარემ, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით „აზოვსტალის“ დაცვის მეთაურები, თურქეთში ომის დასრულებამდე უნდა ყოფილიყვნენ და უკრაინაში მათი დაბრუნების შესახებ რუსეთს არ შეატყობინეს.