აზერბაიჯანის ლეგიტიმური გადაწყვეტილება და ნაბიჯი მის სუვერენულ ტერიტორიაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპსა და ნორმას შეესაბამება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა და მიუღებელია. სომხური მხარის მსგავსი განცხადებები, გარდა იმისა, რომ არ უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევა და დაძაბულობის ზრდას იწვევს. აზერბაიჯანის ლეგიტიმური გადაწყვეტილება და ნაბიჯი მის სუვერენულ ტერიტორიაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპსა და ნორმას შეესაბამება. ცნობილია, რომ პრაღასა და სოჭში გამართული შეხვედრების შედეგად, რომელსაც სომხური მხარე ხშირად აღნიშნავს, სომხეთმა გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. აქედან გამომდინარე, სომხეთმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს აზერბაიჯანის უფლებას უზრუნველყოს კონტროლი მის ტერიტორიაზე შესვლასა და გასვლაზე“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
მანამდე, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთი, როგორც 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ხელმომწერი მხარე, მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს მოწყობას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ლაჩინის დერეფნიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანა უზრუნველყოს.
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის აღმოფხვრით და დერეფნის მთელი უსაფრთხოების ზონიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანის უზრუნველყოფით“, - აღნიშნულია განცხადებაში.