2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან საქონლით ექსპორტმა 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგენა. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 411.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 28.2 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული რაოდენობის 22.4 ათასი ავტომობილი გავიდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ავტომობილი აზერბაიჯანში გავიდა, მეორე ადგილზეა სომხეთი, მესამეზე კი ყაზახეთი.

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია:

 


1. აზერბაიჯანი - $99.68 მილიონი 7,348 ავტომობილი;
2. სომხეთი - $87.29 მილიონი 4,845 ავტომობილი;
3. ყაზახეთი - $87.17 მილიონი 4,757 ავტომობილი;
4. ყირგიზეთი - $87.12 მილიონი 2,398 ავტომობილი;
5. რუსეთი - $21.61 მილიონი 1,544 ავტომობილი;