ფარმაცევტული გიგანტი AstraZeneca სინგაპურში საწარმოს ააშენებს. პროექტის ღირებულება 1,5 მილიარდი ამერიკული დოლარია. ამის შესახებ კომპანიამ გუშინ განაცხადა.

ობიექტის მშენებლობის დაწყება 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ექსპლუატაციაში კი ის 2029 წელს უნდა შევიდეს. ახალ საწარმოში ანტისხეულების წამლის კონიუგატის (ADC) წარმოება იგეგმება.

ADC - ესაა მკურნალობის თანამედროვე ფორმა, რომელიც გულისხმობს კიბოს უჯრედების განადგურებას მაღალეფექტიანი აგენტების საშუალებით.  ეს ხდება უშუალოდ კიბოზე დამიზნებით, მიზნობრივი ანტისხეულების მეშვეობით.

ახალი საწარმო იქნება AstraZeneca-ს ADC-ის წარმოების პირველი კომპლექსური მოედანი, რომელიც წარმოების ყველა ეტაპს გააერთიანებს.

კომპანია განმარტავს, რომ ADC-ის წარმოება ესაა მრავალეტაპიანი პროცესი, რომელიც გულისხმობს როგორც ანტისხეულების წარმოებას, ისე ქიმიოთერაპევტული პრეპარატებისა და ლინკერის სინთეზს. 
მშენებლობას მხარს უჭერს სინგაპურის ეკონომიკური განვითარების საბჭო.