AstraZeneca-მ Gracell Biotechnologies Inc.-ის შეძენის პროცესის დასრულების შესახებ განაცხადა.

Gracell Biotechnologies-ი არის ჩინური ბიოფარმაცევტული კომპანია, რომელიც კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობის უჯრედული თერაპიის მეთოდის შექმნაზე მუშაობს. ამ გარიგებით შვედურ-ბრიტანული გიგანტი AstraZeneca ცდილობს, ხორცი შეასხას საკუთარ ამბიციებს უჯრედული თერაპიის მიმართულებით. 
საუბარია თერაპიაზე, რომელიც ისეთ დაავადებებთან ბრძოლისთვის იქმნება, როგორიცაა მრავლობითი მელანომა და სხვა ავთვისებიანი ჰემატოლოგიური წარმონაქმნები.

Gracell-ი იმუშავებს როგორც AstraZeneca-ს შვილობილი კომპანია. მისი წარმომადგენლობები ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება განთავსებული.

AstraZeneca ბრიტანულ-შვედური ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია მძიმე დაავადებების მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე. მისი შტაბ-ბინა კემბრიჯში მდებარეობს. 
AstraZeneca-მ გასულ წელს უკვე გააფორმა სამი შეთანხმება ჩინურ კომპანიებთან. ესენია Eccogene და CanSino Biologics-ი.

ჩინეთის ფარმაცევტული ბაზარი მსოფლიოს ერთ-ერთ მზარდ ბაზრად მიიჩნევა. ბოლო წლებში ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა მსოფლიოს ფარმაცევტულ სექტორში და ამ ბაზარზე შესვლას სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს.

andacva.ge