ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას $300 მლნ-ის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შეასხებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.

„ეს არის დახმარება, რომელიც უკრაინას სჭირდება, რათა თავი დაიცვას რუსეთის თავდასხმებისგან“, – განაცხადა სალივანმა.

ეს 2023 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი დახმარების პაკეტია, რომელიც აშშ-მა უკრაინას გამოუყო.