ჩრდილოეთ კაროლინაში მომხდარმა ტორნადომ ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ქარხანა სერიოზულად დააზიანა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე შენობა, გადაიკეტა მეზობელ შტატებთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსხვერპლის თაობაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტორნადოს სიმძლავრე, რომელიც საათში 217 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა, EF-3 დონეს აღწევდა.