Google-ს ბრაუზერ Chrome–ის გაყიდვა არ მოუწევს. Reuters–ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონში სასამართლომ მიიღო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგიური გიგანტებისთვის იშვიათი გამარჯვება იყო აშშ-ის ანტიმონოპოლიურ ორგანოებთან ბრძოლაში.

ამასთან, სასამართლომ დაავალა Google-ს, გაუზიაროს მონაცემები სხვა კომპანიებს, რათა გახსნას კონკურენცია ონლაინ საძიებო ინდუსტრიაში.

Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის აქციები სამშაბათს, საფონდო ბირჟის შემდგომ ვაჭრობაში 7.2%-ით გაიზარდა, რადგან ინვესტორებმა გადაწყვეტილება აღფრთოვანებით მიიღეს.

ვრცლად moscowtimes – ზე