აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში ნედლი ნავთობის მარაგები 0,7 მილიონი ბარელით შემცირდა და 457,4 მლნ ბარელი შეადგინა.

ბენზინის მარაგები 1,1 მილიონი ბარელით შემცირდა და 218,4 მლნ ბარელი შეადგინა.

დისტილატების მარაგები არ შემცირებულა და უცვლელად 118,2 მლნ ბარელი დარჩა.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში დღეში 200 ათასი ბარელით შემცირდა და დღე-ღამეში 12,2 მლნ ბარელი შეადგინა.