შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართოს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, აშშ-ისა და ირანის დელეგაციები პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მიმდინარე კვირაში დაბრუნდნენ.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ შეხვედრა კვირის ბოლოს შედგება.
„ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა დელეგაციები პარასკევიდან კვირის ჩათვლით პერიოდს ღიად ტოვებენ“, - აღნიშნა წყარომ.
ასევე, პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ქვეყნის მთავრობა აშშ-ისა და ირანის დელეგაციებთან კონტაქტს ინარჩუნებს და მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას გაიმართება.