აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დიმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს, – ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.
სტატიის მიხედვით, უკრაინაზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდება, რათა სწრაფად მიიღოს ომის დასრულების „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ და რუსეთმა ერთობლივად შეიმუშავეს.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი კიევზე ზეწოლას ახორციელებს, რათა რუსეთ-უკრაინას შორის საბოლოო შეთანხმება დროულად შედგეს და ომი წლის ბოლომდე დასრულეს.
მათივე მტკიცებით, შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „მადლიერების დღემდე“, ანუ 27 ნოემბრამდე დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას.
ცნობისთვის, უკრაინულმა მედიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოქვეყნა. ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.
ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება; ამასთან, უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.
1tv.ge