აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა.
"ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა", - აღნიშნულია სახდეპის პრესრელიზში.
სხვათა შორის, ტრამპმა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევაზე ინაუგურაციის დღესაც, 20 იანვარსაც ისაუბრრა.